“მკვლელს ერთ-ერთი მოკლულის შვილი ჰყავდა მონათლული” – კახეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები: ცნობილია გარდაცვლილთა ვინაობა

  • ფო­ტო­ზე: 29 წლის არ­ჩილ გა­წი­რი­ძე და 52 წლის კა­ხა­ბერ ზა­თი­აშ­ვი­ლი

მკვლე­ლო­ბა მოხ­და წუ­ხელ თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ლა­ლის­ყურ­ში. თა­ნა­სოფ­ლელ­მა ორი ადა­მი­ა­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლა.

  • ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მი­ვე მა­მა­კა­ცი ერ­თად ქე­ი­ფობ­და, რა დრო­საც მათ შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყო და ერ­თმა მათ­გან ორ თა­ნა­სოფ­ლელს ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა. ცნო­ბი­ლია, რომ ერთ-ერთი მოკ­ლუ­ლი სოფ­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლის ძმაა.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლია 29 წლის არ­ჩილ გა­წი­რი­ძე და 52 წლის კა­ხა­ბერ ზა­თი­აშ­ვი­ლი.

ფაქტს თვითმხილ­ვე­ლი არ ჰყავს, ამი­ტომ არ იცი­ან რა­ტომ გა­ი­მე­ტა 32 წლის კაც­მა თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი სა­სიკ­ვდი­ლოდ. ად­გილ­ზე მხო­ლოდ იმას ჰყვე­ბი­ან, რომ შემ­თხვე­ვა მოხ­და სო­ფელ­ში ლუდ­სა­ხარშში ობი­ექ­ტის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც მა­მა­კა­ცე­ბი ლუდს სვამ­დნენ.

ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფებს შო­რის კი კონ­ფლიქ­ტი ყო­ფ ნი­ა­დაგ­ზე და­ი­წყო, რა დრო­საც 32 წლის კაც­მა თა­ნა­სოფ­ლე­ლებს ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა. არ­ჩილ გა­წი­რი­ძე ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო კა­ხა­ბერ ზა­თი­აშ­ვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­სას.

სო­ფელ­ში მხა­რე­ებს შო­რის წარ­სულ­ში რა­ი­მე და­პი­რის­პი­რე­ბას გა­მო­რი­ცხა­ვენ და კონ­კრე­ტულ მო­ტივ­ზე სა­უ­ბა­რი უჭირთ. .უფრო მე­ტიც ისი­ნი ჰყვე­ბი­ან, რომ მკვლელს ერთ-ერთი მოკ­ლუ­ლის შვი­ლი ჰყავ­და მო­ნათ­ლუ­ლი. სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვეს პო­ლი­ცია ამ დრომ­დე ეძე­ბს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დაჭრილმა მამაკაცმა გარდაცვალებამდე პოლიციას მკვლელის ვინაობა უთხრა.  ის  თამაზ წიქარაძეა.

მოკლულია 29 წლის არჩილ გაწირიძე და 52 წლის კახაბერ ზათიაშვილი. დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილიც და მოკლულებიც სოფელ ლალისყურის მკვიდრები არიან.

ოპპს! მოხდა შეცდოა