არის ვერსია, რომ ვასილი ძმამ მძინარე მოკლა, შემდეგ კიბეზე დააგორა და დაჩეხა… ბრალდებულმა 20 წლის წინაც მსგავსი დანაშაული ჩაიდინა” – ცაგერის ტრაგედიის დეტალები

ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მა­ხა­ში შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბა მოხ­და, ძმამ ძმა სას­ტი­კი წა­მე­ბით მოკ­ლა. დამ­ნა­შა­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს და ის ამ­ჟა­მად დრო­ე­ბი­თი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში იმ­ყო­ფე­ბა.

  • რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ამ­ბობს, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს ფსი­ქი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. და­ნა­შა­უ­ლი წუ­ხელ მოხ­და. მან მძი­ნა­რე ძმა ნა­ჯა­ხით სას­ტი­კად და­ჩე­ხა. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე დიდ­ხანს მუ­შა­ობ­დნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამო­ღე­ბუ­ლია მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი – სის­ხლი­ა­ნი ნა­ჯა­ხი.

“ენი­თა­უღ­წე­რე­ლი სი­სას­ტი­კეა მომ­ხდა­რი. ბე­სიკ სი­ლა­გა­ძეა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი, ის ამ­ჟა­მად და­კა­ვე­ბუ­ლია და მან სი­სას­ტი­კით მოკ­ლა ძმა, ვა­სილ სი­ლა­გა­ძე, 50 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კა­ცე­ბი არი­ან. ისი­ნი ერთ სახ­ლში ცხოვ­რობ­დნენ, გარ­დაც­ვლი­ლი ვა­სი­ლი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო, მას ჰყავს მე­უღ­ლე და სამი შვი­ლი, ისი­ნი იმ დროს რა­­ი­ის ად­გი­ლას არ ყო­ფი­ლან. რო­გორც ვიცი, ვა­სი­ლის ოჯა­ხი ქუ­თა­ის­შია. რო­გორც ჩანს, სახ­ლში ძმე­ბი მარ­ტო იყ­ვნენ. ბე­სიკს ფსი­ქი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და ეს ამ­ბა­ვი ყვე­ლამ იცო­და სო­ფელ­ში. მკურ­ნა­ლობ­და კი­დეც, მაგ­რამ შე­საძ­ლოა ბოლო დროს არც იღებ­და წამ­ლებს. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ტრა­გე­დია მა­ინც დადატ­რი­ალ­და.

მოკ­ლუ­ლი ვა­სილ სი­ლა­გა­ძე

ამ ბი­ჭე­ბის მშობ­ლე­ბი გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან, ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვი­ცით, რა იყო ამ უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი. ცხე­დარს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და და ექ­სპერ­ტე­ბი იტყვი­ან, რა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და მოკ­ლულს. რო­გორც ვი­ცით, ძა­ლი­ან ბევ­რი ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, თავი სხე­უ­ლი­დან მო­ცი­ლე­ბუ­ლია, მუ­ცე­ლი გა­ფატ­რუ­ლი, ბევ­რი და­ზი­ა­ნე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ში­ნე­ლი სი­სას­ტი­კეა ჩა­დე­ნი­ლი. ენი­თა­უღ­წე­რე­ლი ამ­ბა­ვია.სამწუხაროდ, ეს არ არის მისთვის პირველი შემთხვევა, ბესიკი ანალოგიური დანაშაულისთვის ადრე ნასამართლევია, იგივე დანაშაული ადრეც ჩაიდინა, მაშინ მან მეზობელი, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი იგივე სცენარით მოკლა. გარკვეული პერიოდი ამის შემდეგ ციხეში იყო, მერე ფსიქიატრიულში გადაიყვანეს, იქიდან რომ გამოვიდა, გვითხრეს ნამკურნალევია და იმედიანად ვიყავით, რომ იგივე არ განმეორდებოდა. დაახლოებით 20 წელი იქნება გასული იმ სასტიკი მკვლელობიდან და ახლა იგივე სცენარით მოკლა საკუთარი ძმა. მაშინ 30 წლამდე იქნებოდა ბესიკი, ახლა 50 წლამდეა და არ გვაქვს პასუხი რატომ გაწირა ასეთი სისასტიკისთვის ძმა.

გარდაცვლილი მკვლელობაში ბრალდებულზე უმცროსა. აჯახთ ჰყავს მკლული, არის ვერსია, რომ მძინარე მოკლა. ეტყობა საწოლში გათიშა, შემდეგ გადმოუგორებია კიბიდან და მერე დაუჩეხავს ნაჯახით. ვასილს სამი შვილი დარჩა. მკვლელი შეიძლება წამლებსაც არ იღებდა, ეს ვინ იცის, ვის უნდა გაეკონტროლებინა. მოკლული ძალიან კარგი პიროვნება იყო, უკონფლიქტო, არც ეს იყო აგრესიული, მაგრამ რადგან წარსული ჰქონდა ასეთი შებღალული, ყველა ცდილობდა ფრთხილად ყოფილიყო მასთან. ისე ჩვეულებრივ ცხოვრობდა სოფელში, ფიზიკურად მუშაობდა, შეშას ჩეხავდა. შეიძლება ითქვას საზოგადოებაში ადაპტირებული იყო და რატომ დაატრიალა ეს ტრაგედია არ ვიცით. ჯერ არ არის ცნობილი ისიც, რა ჩვენება მისცა მან გამოძიებას. ძალიან მძიმე ფაქტია მომხდარი. თვითონ უთქვამს მოვკალიო. წუხელვე მოათავსეს იზოლატორში. ორი ძმები იყვნენ, კიდევ ჰყავდათ ერთი ძმა, ისიც ტრაგიკულად დაიღუპა. 20 წელზე მეტია გასული მისი მკვლელობიდან. ის მაშინ მეზობელმა დაჭრა და დაჭრილი კლინიკაში გარდაიცვალა”- ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ძმის მკვლელობისთვის დაკავებული პირი დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მას ბრალს მალე წაუყენებენ. მეტი დეტალი გამოძიებით გახდება ცნობილი.

ოპპს! მოხდა შეცდოა