”თებერვლის თვის ერთ მშვენიერ დღეს დუტა მირეკავს და მეუბნება, – მარტო ხარო? დუტასთან ვმეგობრობ, მისი ზარი არ გამკვირვებია,
მაგრამ შესავალმა ცოტათი დამაბნია, – რა ხდება-მეთქი? ოთახის კარი ჩაკეტე, რაღაც უნდა გითხრა და მინდა მარტო იყოო.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, პროექტში “ვინ ვინ არის?” ჩართვა შემომთავაზა. დუტამ მითხრა, კარგად დაფიქრდი და გადმომირეკეო.
მითხრეს, თანხმობის შემთხვევაში, იცოდე, ეს გზა ადვილი არ იქნება, ამბავი საიდუმლოდ უნდა შეინახო, ოჯახის წევრებსაც არაფერი უნდა უთხარო. ეს იდუმალება ჩემთვის კიდევ უფრო დიდი აზარტი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც დუტას თანხმობა განვუცხადე, ჩემს პროდიუსერს, ნინუცა ყაჭიაშვილს შევხვდი და ამ დღიდან ჩემი იდუმალი ცხოვრება დაიწყო” – ამბობს კრისტი ყიშიძე