ავტოსაგზაო შემთხვევა ყაზბეგის გამზირზე – “პირველების” ინფორმაციით, გარდაცვლილი 19 წლის რევი დემეტრაშვილია.
საქმე ეხება გამთენიისას ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ავარიას, რომელსაც მოტოციკლის მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოძიება პროკურატურამ 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ნიშნავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია – ამის შესახებ “პირველებს” პროკურატურაში განუცხადეს.
ერთადერთი თვითმიხლველი კი, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ვიდეო კადრები გადაიღო, დაკავებულია. ვიდეოში თვითმხილველი ყვება, რომ პოლიცია ადგილზე მტკიცებულების განადგურებას ცდილობს.
ყაზბეგის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. არსებობს ეჭვი, რომ მოტოციკლისს მძღოლს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი აედევნა და მას გზა ჩაუკეტა.
წყარო: TV Pirveli