ამერიკაში მიმავალი ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი მექსიკაში დაიღუპა! – რა უმძიმესი ინფორმაცია ვრცელდება და ვინ არის ტრაგიკულად გარდაცვლილი?

მექსიკაში ქართველი ემიგრანტი, ხათუნა კვაჭარავა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ის იტალიიდან გაემგზავრა მექსიკაში, სადაც გარდაცვლილი ნახეს. ახლობლების თქმით, ამერიკაში მიდიოდა.

„იტალიიდან გადავიდა მექსიკაში და იქ ნახეს გარდაცვლილი (ამერიკაში მიდიოდა, იტალიის, ნაპოლის ემიგრანტი იყო).

ხათო, სიკვდილმა არ დაგინდო სიცოცხლემოწყურებული ახალგაზრდა, სამუდამოდ დაშორდი შენს ოჯახს, დარდითა და ტკივილით გულდამძიმებული, ძაძებით შემოსე შენი  ოჯახისწევრები ახლობლები და მეგობრები, ჩვენო უიღბლო… ძალიან ძნელია წარსულში ლაპარაკი შენ ხომ ძალიან კარგი ადამიანი იყავი, ღმერთს ვთხოვთ ჩვენმა დანთებულმა სანთელ – საკმეველმა გზა გაგინათოს მარადიულ სასუფეველში.. ყოფილიყავი ამ ქვეყნად და გაგეხარა.

თავდადებით შრომობდი, სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი.

კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ბედისწერამ  ლამაზი საამაყო წაგიყვაა, სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა.

არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი“ – წერს შოთო სიხარულიძე.

ოპპს! მოხდა შეცდოა