დღეს, 19 ივლისს, გამთენიისას, დაახლოებით 5:00 საათზე თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, მოგვიანებით კი გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მოტოციკლის მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. 19 წლის ბაიკერი ადგილზე დაიღუპა
უცნობია, რატომ აედევნა საპატრულო პოლიცია ახალგაზრდას. შემთხვევას Tiktok live-ში იღებდა მოქალაქე გიკა მოდებაძე, რომელსაც პოლიციამ ვიდეოს გადაღება შეაწყვეტინა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოდებაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მიზეზად კი პოლიციელის შეურაცხყოფა დასახელდა.
გარდაცვლილი ბაიკერის, რევი დემეტრაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში ახლახან გადასვეეს. 19 წლის ევი ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულია, რომელიც გასულ წელს მადრიდის IE University-ში 75%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა.