მზად იყავით – მზე აქტივობის პიკს უახლოვდება, რის გამოც ძალიან მაღალი სიცხეები იწყება

ბოლო პერიოდში, ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლარული ციალი შეუიარაღებელი თვალით მსოფლიოში იმაზე მეტმა ადამიანმა იხილა, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. ეს უჩვეულო მოვლენა გამოწვეული იყო მზის ძალიან ძლიერი შტორმით, რომელიც გავლენას ახდენს დედამიწის მაგნიტური ველის მოძრაობაზე.

ბირთვული ბრძოლა დედამიწასა და მზეს შორის

მზე თავისი 11-წლიანი ციკლის აქტივობის მაქსიმალურ წერტილს უახლოვდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უნდა ველოდოთ ნაწილაკთა უფრო მეტ ამოფრქვევას.

შესაბამის პირობებში, ეს ყველაფერი ჩვენს ცაში შთამბეჭდავ ციალს წარმოქმნის; ზოგჯერ იწვევს გეომაგნიტურ შტორმებსაც, რასაც ინფრასტრუქტურის დაზიანება შეუძლია, მაგალითად, ელექტროსისტემების და ორბიტაზე მოძრავი ხელოვნური თანამგზავრების.

საინტერესოა, რა იწვევს ამ ფენომენს? როგორც წესი, ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლარული ციალი შემოისაზღვრება ძლიერ მაღალ და ძლიერ დაბალ განედებზე. მაღალენერგიული ნაწილაკები მზიდან დედამიწისკენ მოედინება, რასაც მზის მაგნიტური ველი მართავს. შემდეგ ისინი დედამიწის მაგნიტურ ველში შედის; ამ პროცესს ხელახლ დაკავშირება ეწოდება.

ოპპს! მოხდა შეცდოა