“ძალიან კმაყოფილი ვარ - შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო“ - “ავერსის“ დამფუძნებელი ფასებთან დაკავშირებით მოქმედ სამთავრობო კომისიაზე
საზოგადოება

“ძალიან კმაყოფილი ვარ - შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო“ - “ავერსის“ დამფუძნებელი ფასებთან დაკავშირებით მოქმედ სამთავრობო კომისიაზე

  • admin
  • 28-იან-2026, 23:06
  • 0 კომენტარები
  • 5 ნანახია

“შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ნა­ყო­ფი­ე­რი იყო - ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან გაჟ­ღერ­და, რომ ჩვენ წარ­ვად­გი­ნოთ ყვე­ლა წი­ნა­და­დე­ბა, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­ი­ა­ფე­ბას,“ - ამის შე­სა­ხებ „ავერ­სის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, პა­ა­ტა კურ­ტა­ნი­ძემ მთავ­რო­ბის მიერ შექ­მნი­ლი სა­მუ­შაო კო­მი­სი­ი­სა და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე შე­თან­ხმე­ბულ ფა­სებ­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა.

კურ­ტა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, შე­იქ­მნე­ბა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო, ხოლო ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი წა­რად­გე­ნენ წი­ნა­და­დე­ბებს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­ი­ა­ფე­ბა.

"შეხ­ვედ­რა იყო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ნა­ყო­ფი­ე­რი. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, მი­ნის­ტრებ­მა, მთავ­რო­ბის წევ­რებ­მა და კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა მოგ­ვის­მი­ნეს ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბით. ჩა­ი­ნიშ­ნეს ძა­ლი­ან ბევ­რი სა­კი­თხი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან გაჟ­ღერ­და, რომ ჩვენ წარ­ვად­გი­ნოთ ყვე­ლა ის წი­ნა­და­დე­ბა, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­ი­ა­ფე­ბას.

შე­იქ­მნე­ბა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ნამ­დვი­ლად ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმი­სათ­ვის, რომ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფასი, რაც შე­იძ­ლე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. ამას და­ე­მა­ტე­ბა სხვა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბიც. შე­იქ­მნე­ბა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო. ჩვენ წე­რი­ლო­ბით წარ­ვად­გენთ წი­ნა­და­დე­ბებს რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან, ჩვე­ნი მხრი­დან იმის­თვის, რომ წამ­ლის ფასი კი­დევ უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. პი­რა­დად ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ იმით, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი მზად­ყოფ­ნა, ეს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი რე­ა­ლუ­რად გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

წინა მი­ნის­ტრმა მი­ი­ღო დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ქარ­თვე­ლო­ში წამ­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცია არის მსოფ­ლი­ო­ში უმ­კაც­რე­სი. ამი­ტომ, ბევ­რი მწარ­მო­ებ­ლის წა­მა­ლი უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში, ვი­ნა­ი­დან ეს დად­გე­ნი­ლე­ბა ძა­ლა­ში შე­დის, [ორ­ჯერ მოხ­და მისი გა­და­ვა­დე­ბა მაგ­რამ..] აღარ იქ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლებ­საც აქვთ შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ფასი. მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წევს მის მა­გივ­რად ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ანა­ლო­გის ყიდ­ვა. გა­უქ­მდე­ბა, შე­იც­ვლე­ბა თუ გა­და­ხედ­ვა მოხ­დე­ბა, სწო­რედ ამა­ზე მო­ვის­მი­ნეთ მთავ­რო­ბი­დან, რომ მოხ­დე­ბა ამის გან­ხილ­ვა. ეს არის 2024 წლის 29 თე­ბერ­ვლის დად­გე­ნი­ლე­ბა. ასე­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ რო­გორ­მე კი­დევ უფრო გა­ი­აფ­დეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბით ნამ­დვი­ლად ბევ­რი გა­მო­იკ­ვე­თე­ბა.

ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრუნ­ვა­ში არის 10 ათა­სი მე­დი­კა­მენ­ტი. 7 000 უკვე რე­ფე­რენ­ტუ­ლი ფა­სია. იმ 3 ათას­საც თან­და­თან ამა­ტებს სა­მი­ნის­ტრო. 7 ათა­სი პო­ზი­ცი­ი­დან, დღეს სხდო­მა­ზეც აღ­ვნიშ­ნე, რომ 20%-ზე მეტს ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი კონ­კუ­რენ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უფრო ია­ფად ვყი­დით, ვიდ­რე რე­ფე­რენ­ტუ­ლი ფა­სე­ბია. კონ­კუ­რენ­ცია ფარ­მა­ცევ­ტულ სფე­რო­ში უმწვა­ვე­სია. შე­თან­ხმე­ბულ ფა­სებ­ზე ჩვენ­თან სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა“,- გა­ნა­ცხა­და „ავერ­სის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა.

დატოვეთ კომენტარი: