ავტობუსი გზიდან გადავარდა. ვრცლად იხილეთ კომენტარში
ახალი ამბები

ავტობუსი გზიდან გადავარდა. ვრცლად იხილეთ კომენტარში

  • admin
  • 02-თებ-2026, 16:41
  • 0 კომენტარები
  • 1 425 ნანახია

რადიო “მარნეულის” ინფორმაციით, წერეთელი-საიმერლოს ავტობუსი გზიდან გადავარდა. საიმერლოდან მომავალ ავტობუსს ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ საიმერლოსა და ნორგიულის შესასვლელში მოუვიდა.

როგორც რადიო “მარნეულს” მარნეულის ავტოპარკის ხელმძღვანელმა, გიგა ჯალაღონიამ უთხრა, მძღოლი შეუძლოდ გახდა, გონება დაკარგა რის შედეგადაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

მისივე თქმით, ამჟამად მძღოლი თავს კარგად გრძნობს, მცირე დაზიანება აქვს ავტობუსს, მგზავრებიდან კი არავინ დაშავებულა.

რადიო “მარნეულს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციული წესით დაიწყო. წყარო:GURIANEWS

დატოვეთ კომენტარი: