ჩოხატაურში საფეხბურთო მოედნის მშენებლობის დროს ჩადენილ დანაშაულზე სამი პირი დააკავეს
საზოგადოება

ჩოხატაურში საფეხბურთო მოედნის მშენებლობის დროს ჩადენილ დანაშაულზე სამი პირი დააკავეს

  • admin
  • 29-იან-2026, 15:58
  • 0 კომენტარები
  • 670 ნანახია

”დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობაში დახმარების, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ბრალდება წარედგინათ შპს ”ელმარის” წარმომადგენელს, შპს ”თელიკა უნივერსალის” დირექტორს და შპს ”ექსპერტ-სერვისის” ექსპერტს. გამოძიებით დადგენილია, რომ ჩოხატაური მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ფეხბურთის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას შპს ”თელიკა უნივერსალის” დირექტორი ქვეკონტრაქტორი კომპანია ”ელმარის” მინდობილი პირის და ”ექსპერტ-სერვისის” ექსპერტის დახმარებით თაღლითურად დაეუფლა ჩოხატაურის მერიის კუთვნილ 19 090 ლარს. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.” – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. წყარო: GURIANEWS

დატოვეთ კომენტარი: