ავტობუსი შენობას შეეჯახა, დაიღუპა 13 წლის მოზარდი – ტრაგედია მოხდა.
- admin
- 02-თებ-2026, 19:34
- 0 კომენტარები
- 760 ნანახია

გერმანიაში, მიუნხენში, საზოგადოებრივი ავტობუსი შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც 13 წლის გოგო დაიღუპა, 18 ადამიანი კი დაშავდა. ინფორმაციას BILD-ი ავრცელებს.
მიუნხენის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა BILD-ს მომხდარი დაუდასტურა და განუცხადა: “ავარიის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა. თვრამეტი მგზავრი დაშავდა, ზოგი მძიმედ”.
მედიის ინფორმაციით, ავარიის დროს მოზარდი მძღოლის უკან იჯდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. ავარიის საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება