"2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენებმა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა... რუსეთთან ასე არასდროს უნდა მოიქცე“ - რას ამბობს დიმიტრი მედვედევი
პოლიტიკა

"2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენებმა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა... რუსეთთან ასე არასდროს უნდა მოიქცე“ - რას ამბობს დიმიტრი მედვედევი

  • admin
  • 03-თებ-2026, 10:47
  • 0 კომენტარები
  • 41 ნანახია
"2008 წლის 8 აგ­ვის­ტოს მოვ­ლე­ნებ­მა ჩემი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა", - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ და რუ­სე­თის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა,დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა გა­ნა­ცხა­და.
  • "ერთი სა­კი­თხია, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტად საკ­მა­ოდ ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში ხარ არ­ჩე­უ­ლი და იმ ამო­ცა­ნა­სა და ტვირთს ეჩ­ვე­ვი, რო­მელ­საც ას­რუ­ლებ და ატა­რებ. მე­ო­რე სა­კი­თხია, რო­დე­საც იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბი, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ მი­ი­ღო. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს ძა­ლი­ან რთუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და მედ­ვე­დევ­მა.

მისი თქმით, "ეს ად­ვი­ლი არ იყო, მა­შინ რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს რე­ჟიმს ოკე­ა­ნის გაღ­მი­დან აქე­ზებ­დნენ“.

"რო­დე­საც მსგავ­სი რამ ხდე­ბა, მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის ელე­მენ­ტი არ­სე­ბობს. ჩემი აზ­რით, აქ მთა­ვა­რია, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მი­ი­ღო და სწო­რედ ეს გა­კეთ­და“, - აღ­ნიშ­ნა მედ­ვე­დევ­მა.

  • მედ­ვე­დე­ვის გან­ცხა­დე­ბით, "თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრთან, გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­როს­თან და სხვა სამ­ხედ­რო ლი­დე­რებ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ ქარ­თუ­ლი სამ­ხედ­რო ფორ­მი­რე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­პა­სუ­ხო დარ­ტყმის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო“.

"და სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ. ასე რომ არ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, მოვ­ლე­ნე­ბი სულ სხვა სცე­ნა­რით გან­ვი­თარ­დე­ბო­და.

ასე ვი­თა­რე­ბის სწრა­ფად მოგ­ვა­რე­ბა მო­ხერ­ხდა და იმის ახ­სნა, რომ რუ­სეთ­თან ასე მოქ­ცე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა. რუ­სეთ­თან ასე არას­დროს უნდა მო­იქ­ცე“, - გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ

დატოვეთ კომენტარი: