დასახელდა საუკეთესო ზეთი, საკვების მოსამზადებლად – ექიმის რეკომენდაცია
საზოგადოება

დასახელდა საუკეთესო ზეთი, საკვების მოსამზადებლად – ექიმის რეკომენდაცია

  • admin
  • 03-თებ-2026, 19:46
  • 0 კომენტარები
  • 9 ნანახია

კვლევებზე დაყრდნობით, დერმატოლოგი ზაზა თელია ასახელებს ზეთს, რომელიც ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საზიანოა.

მისი თქმით, ზეითუნის ზეთი ყველაზე კარგი თვისებების პროდუქტია ზეთებს შორის. ის უპირატესად შედგება მონო-გაუჯერებელი ცხიმისგან – 73%, პოლი-გაუჯერებელი – 11%, გაჯერებული ცხიმები – 14%.

„არსებობს მითი რომ ზეითუნის ზეთის გამოყენება არ შეიძლება უშუალოდ საჭმლის მომზადების დროს, მაგალითად შეწვის დროს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მონო-გაუჯერებელი ცხიმები, რომელსაც შეადგენს ზეითუნის ზეთის უდიდესი ნაწილი სიცხის მიმართ რეზისტენტულები, გამძლეები არიან.

ასევე მითია, რომ მაღალ ტემპერატურაზე ზეითუნის ზეთი წარმოქმნის ტრანს-ცხიმებს. ის სტაბილურია ექსტრემალური კონდიციის დროსაც კი, როგორიცაა “ძლიერი შეწვა”.

მრავალი კვლევა სწავლობდა ზეითუნის ზეთის გამოყენებას მაღალ ტემპერატურაზე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

დატოვეთ კომენტარი: